ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს - ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები

17 იანვარი 2022, 10:55 2682 ნახვა

კვლავ გადაუღებლად თოვს მთიან აჭარაში. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 2 მეტრს აჭარბებს.  ორდღიანი გადაუდებელი თოვის შედეგად ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები, შეფერხებებია ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელ გზებზეც.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცუდი ხილვადობისა და გადაუღებელი თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები გაძნელებულია.

მოძრაობა შეფერხებულია ცენტრალურ მაგისტრალზეც, აქ მაღალი გამავლობის ტრანსპორტიც კი შეფერხებით მოძრაობს.

მაღალმთიანეთში პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. აბონენტების ნაწილს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

დღეს სკოლებს ადა ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა მაღალმთიან აჭარაში გამოცხადება დაბალია. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში