მთავრობის სხდომა

17 იანვარი 2022, 12:05 1142 ნახვა

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა დღეს მედიკამენტების შესახებაც ისაუბრა, თქვა, რომ  დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. პრემიერმა შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი. ამასთანავე, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში