სამუშაო შეხვედრა მერიაში

17 იანვარი 2022, 17:55 1056 ნახვა

უხვ ნალექთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბათუმის მერიაში. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, როგორც ენერგო, ასევე გაზმომარაგებისა და წყლის მიწოდების კუთხით არანაირი შეფერხება არ არსებობს.

მიმდინარეობს გზებისა და საფეხმავლო ბილიკების და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების წმენდა, ასევე  შტორმის  შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავება. შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ინფორმაცია და ვიდეომასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში