ვითარება ხელვაჩაურში

17 იანვარი 2022, 17:56 828 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 60  სანტიმეტრიდან 1 მეტრამდეა.  უხვი ნალექის გამო დაზიანდა  ელექტრო სადენები.   

ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფელ ქოქოლეთში 30-მდე ოჯახს.  რაც შეეხება ვითარებას გზებზე- ამ დროისთვის მაჭახლის მიმართულებით 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს  და ცენტრალური გზები იწმინდება.

როგორც მერის რწმუნებული ამბობს, ხვალიდან შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყება. ოჯახებს კი, რომელთაც საავადმყოფოში ან სხვა მიზნით აუცილებელი გადაადგილების საჭიროება აქვს მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.  

ადგილობრივები, განსაკუთრებით კი ცენტრალური გზიდან მოშორებით მცხოვრებლები ამბობენ, რომ შიდა სასოფლო გზების გაუწმენდაობა აფერხებთ.  

ხელვაჩაურის მერიაში კი აცხადებენ, რომ ტექნიკა საკმარისია და მათი ნაწილი მცირე მეწყრული  კერების აღმოსაფხვრელად მუშაობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში