უხვმა ნალექმა ქობულეთის რამდენიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა შექმნა

17 იანვარი 2022, 17:48 1059 ნახვა

ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს.  გადაადგილების კუთხით პრობლემები შეიქმნა  ქაქუთში, აჭყვისთავში, ზენითში, კვირიკეში, დაგვასა და  ჩაქვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

ამ წუთებში იწმინდება ქაქუთის საავტომობილო გზა. 

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია. შეზღუდვებია ჩაქვში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში