დიდთოვლობა მაღალმთიანეთში

17 დეკემბერი 2016, 00:00 3708 ნახვა

დიდთოვლობის გამო კვლავ შეზღუდვებია ტრანსპორტის გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, დაზიანებული ელექტროხაზების  აღდგენა, გამოდარებისთანავე დაიწყება. უხვი ნალექი აფერხებს გზების გაწმენდასაც. მაღალმთიან აჭარაში  დილიდან ინტენსიურად თოვს. რამდენიმე სოფელში თოვლის საფარი სამ მეტრს აჭარბებს. 

ამავე კატეგორიაში