კოვიდ-ინფიცირების ტემპი რეკორდულად მაღალია

19 იანვარი 2022, 20:06 864 ნახვა

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი საქართველოში აქტიურად ცირკულირებს. ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია. ქვეყნის ჯანდაცვა მობილიზაციის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

მძიმე მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად მედიკოსები აცრილებს ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ, რადგან სპეციალისტთა პროგნოზით, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზრდება.

კორონავირუსის ბოლო ვარიანტი, მართალია სწრაფად ვრცელდება, თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ძირითად შემთხვევებში ავადობა მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს,მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ახალი შტამის ერთ-ერთი თვისებაა, რომ აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა შემთხვევების მატებასთან ერთად ჰოსპიტალში არ იზრდება ინტენსიურ თერაპიასა და რეანიმაციაში მყოფი პაციენტების რიცხვი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში