უხვი ნალექი აჭარაში

18 იანვარი 2022, 20:07 1358 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი ზოგან 2 მეტრს აღწევს. მოსული უხვი ნალექის შედეგად იყო შემთხვევები, როცა კონკრეტულ მისამართზე მისვლა სასწრაფო დახმარების ბრიგადას გაუჭირდა.

გვიან ღამით ღორჯომიდან  თვითმმართველობის მანქანით გადმოიყვანეს პაციენტი  ბათუმში.

მოძრაობა რთული იყო შიდა სასოფლო გზებზე, რადგან გასულ დღეებში ძლიერი თოვის გამო დღეს გზებზე ლიპყინული იყო და ღამით სინოპტიკოსები ისევ თოვლს პროგნოზირებენ.

იმის მიუხედავად, რომ გზებს მძიმე ტექნიკა აქტიურად წმენდდა, ტექნიკის დამატების საჭიროებაც დაანონსეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში