განცხადებები ბათუმი-ახალციხის გზის პრობლემურ მონაკვეთებზე

19 იანვარი 2022, 14:39 1396 ნახვა

სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიცია.  მალხაზ თავდგირიძე ამბობს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამეტმა ბათუმი-ახალციხის  გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ოპოზიცია ამბობს, რომ კომპანიამ ვადებიც დაარღვია და სამუშაობიც უხარისხოდ შეასრულა.  თუმცა თანხა 8 მილიონი  ლარი აითვისა.

გზების ტემარტამენტში კომპანიის მხრიდან ვადების დარღვევისა და გზის  გარკვეულ მონაკვეთზე ჩატარებულ  ხარვეზიან სამუშაოებს ადასტურებენ. თუმცა უწყებაში ირწმუნებიან, რომ კომპანია „სამკუთხედი“ სამუშაოებს ამინდის პირობების გაუმჯობესებისთანავე განაახლებს. კომპანიას გზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი აქვს მოსაწესრიგებელი. 

აღსანიშნავია, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთით ხელვაჩაურის გარდა სამი მუნიციპალიტეტი სარგებლობს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში