მოლაპარაკებები ერგნეთში

20 იანვარი 2022, 10:27 941 ნახვა

სოფელ ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში კიდევ ერთი, 104-ე  შეხვედრა შედგება.

ცნობილია, რომ  ქართული მხარე შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილავენ „მცოცავი ოკუპაციის“ საკითხსაც.ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო პირი მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც გავრცელებული ცნობებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში