შეხვედრა თურქეთის ელჩთან

20 იანვარი 2022, 11:38 918 ნახვა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში თურქეთის ელჩს  შეხვდა. მხარეებს შორის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი საკითხი თურქეთის ბაზრის გახსნა და GMP სტანდარტების შესაბამისი წამლების შემოტანა იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას გამოითქვა მზაობა, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით.

აგრეთვე, საუბარი შეეხო სამომავლო ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების გზაზე უნდა გადაიდგას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში