სააკაშვილს თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, ეს არის მონასტერი  - კობახიძე 

20 იანვარი 2022, 14:25 923 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, იმისათვის, რომ სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც სხვა პატიმრები იხდიან.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულება.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი მუდმივად ითხოვს პრივილეგიებს, რომელიც არ ეკუთვნის. 

''თუ სადმე გაუჭირდება მას ფსიქოლოგიურად ყოფნა, ეს არის მონასტერი დამერწმუნეთ. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და თან მოუნანიებელი, რომ ყველაზე მეტად, თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, ეს არის მონასტერი. სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი პრივილეგირებული პატიმარია, მუდმივად რაღაცეებს ითხოვს, რაც მას არ ეკუთვნის. სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვები იხდიან'' - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში