დიდთოვლობა ქობულეთში - ბაღებსა და სკოლებში სააღმზრდელო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა

20 იანვარი 2022, 14:51 1959 ნახვა

კოხი, ჭახათი, ცხემვანა, აჭვისთავი, ქაქუთი, სოფელი ქობულეთი,  ხალა - ქობულეთის ეს  სოფლები განსაკუთრებით  კრიტიკულ მონაკვეთებად რჩება.  ანუ დასახელებული მიმართულებით გადაადგილება გართულებულია.

გზები იწმინდება, თუმცა ინტენსიური თოვის გამო  ვითარება შეიძლება ითქვას, მალევე უარესდება.

როგორც სოფლებში, ისე ქალაქის ტერიტორიაზე ჯამში 10 ათას აბონენტს შუქი არ აქვს.   

დილიდან ქობულეთის სოფლებში ბავშვების გამოუცხადებლობის გამო  20 ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ შედგა,  ქალაქში  კი პატარები ორ საბავშვო ბაღში არ მიიყვანეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში