გახარიას თანაგუნდელები ბათუმის საკრებულოს სხდომის მოწვევას ითხოვენ

20 იანვარი 2022, 15:24 1436 ნახვა

პარტია ''საქართველოსთვის'' წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომის მოწვევას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს მერიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

გახარიას თანაგუნდელების განცხადებით, დღის წერიგში იქნება საკრებულოს თავმჯდომარისა და თანდებობის პირების არჩევის საკითხი. საუბარი აღარ იქნება 2022 წლის ბიუჯეტის დადგენილების ბათილად ცნობაზე. 

მათივე თქმით, ამ გარემოებების გათვალისწინებით ''ქართული ოცნება''  სხდომის მოწვევასა და დასწრებაზე უარს ვერ იტყვის. 

აკაკი გვიანიძის განცხადებით, კრიზისი და პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. საკრებულომ კი მოსახლეობისათვის საჭირო საკითხებზე უნდა იმუშაოს. 

ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს. 

''საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს გაიმართა. მოხდა მხოლოდ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა. მას შემდეგ ორჯერ იქნა სხდომა  მოწვეული. 23 და 30 დეკემბერს. ეს იყო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნით, რომელსაც ''ქართული ოცნების'' წევრები არ დაესწრნენ და ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ შედგა. 

''ოცნების'' წევრებმა ბოიკიტის მიზეზად მოიყვანეს ის ფაქტი, რომ მათთვის მიუღებელი იყო ''ნაციონალური მოძრაობის'' დაძახებულზე მისვლა და დღის წესრიგში 2022 წლის ბიუჯეტის გაუქმების შესახებ საკითხის შეტანა. 

სამწუხაროდ ისინი ამ დრომდე იკავებენ თავს და სხდომას არ ნიშნავენ. 

ქალაქი და ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას უამრავი პრობლემა და გამოწვევა, რომლის გადაჭრისთვის აუცილებელი არის საკრებულოს შეკრება და ინტერპარტიული შეთანხმების გზით გადაწყვეტილების მიღება. რაც მუნიციპალიტეტში არსებულ  კრიზის დაასრულებს. კრიზიის დასრულების შემდგომ შევძლებთ დავკავდეთ იმ პრობლემებით, რომელიც მოსახლოებას აწუხებს. როგორც არის ავარიული სახლები, ინფრასტრუქტურა, მგზავრობის ტარიფი და ა.შ. 

საკრებულოს წევრებმა მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მოქალაქეების ხარისხიან სერვისების სწრაფად მიწოდებას. 

პარტია საქართველოსთვის რჩება საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთგული. ვეძებთ კომპრომისულ ვარიანტებს, როგორც უნდა შევუწყოთ ხელი ბალანსის დაცვასა და ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებას. 

შევადგინეთ წერილი საკრებულოს სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომელზეც ხელმოწერას ვთხოვთ, როგორც ''ქართული ოცნების'' ასევე ოპოზიციური პარტიის წევრებს. ​აღარ არსებობს  მოტივი, რომ ოცნება არ დათახმდეს სხდომის მოწვევას. პირველი - ეს არ იქნება ''ნაციონალური მოძრაობის'' ინიციატივით მოწვეული სხდომა. მეორე - წარმოდგენილი დღის  წესრიგით უდნა ავირჩიოთ საკრებულოს თავმჯდომარე და თანამდებობის პირები'' - განაცხადა აკაკი გვიანიძემ. 

''ქართული ოცნების'' წევრის განცხადებით, ისინი ოპოზიციის კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ საკრებულოს ახლადარჩეულ დეპუტატებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ის კონკრეტულ პარტიას არ ასახელებს თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა ეს ადამიანები ''ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იყვნენ. 

''ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას კონკრეტულ ადამიანებთან. თუ კი მათთან მოხდება შეთანხმება მოხდება. ესენი არიან დეპუტატები, ვისაც ჩვენი აზრით აქვთ კარგად გააზრებული, რომ  ისინი უნდა მოქმედებდნენ ქალაქისთვის, ფიქრობდნენ ქალაქის კეთილდღეობაზე და არ უნდა ფიქრობდნენ ისე, როგორც ეს დესტრუქციული ძალები'' - განაცხადა თენგიზ აფხაზავამ. 

​მისივე განცხადებით, ბათუმში ყველა პროგრამა ხორციელდება და ქალაქში კრიზისი არ არის. 

​''დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან გაცხადდა, რომ პრაქტიკულად გაფორმდა ალიანსი ''ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია ''საქართველოსთვის''  შორის. ჩვენ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს უნდა იყოს შიდა სამზარეულო, შიდა პოლიტიკური შეთანხმების საგანი. 

''ნაციონალურმა მოძრაობამ'' პირდაპირ განაცხადა, რომ ამ საკითხებზე ჩვენთან არ ითანამშრომლებენ. დღეს  უკვე გახარიას პარტიამაც დაადასტურა იგივე. ანუ სხვანაირად როგორ უნდა  მოხდეს. თუ წინასწარ პოლიტიკური შეთანხმება არ მოხდა, აზრი მითხარით სხდომის ჩანიშვნის?

ეს ყველაფერი არის ფარსი და დესტრუქციული ქმედება, რომელსაც ახორციელებენ. არანაირი ჩიხში შესული პროცესი არ არის. ქალაქში კრიზისი არ არსებობს'' - ამბობს ''ქართული ოცნების'' დეპუტატი. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში