დიდთოვლობა ქობულეთში და შეზღუდვები შემოვლით გზაზე

20 იანვარი 2022, 18:25 866 ნახვა

დილიდან უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები. იქ, სადაც  დილიდან შეფერხება იყო გადაადგილების მხრივ , მოძრაობა უკვე შესაძლებელია.  დარჩენილია მხოლოდ ჭახათისა და ზენითის  ადმინისტრაციული ერთეულები.

რაც შეეხება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესს. ქობულეთში 20 ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს ვერ განახლდა.   

ბაღებში  ბავშვები არ გამოცხადნენ. როგორც ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ია ხალვაში ამბობს, მუნიციპალიტეტში არსებული 29 საბავშვო ბაღი დილიდან გაიხსნა, თუმცა ბავშვები უხვი ნალექის გამო მშობლებმა ბაღში  არ მიიყვანეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში