გზების გაწმენდითი სამუშაოები 

21 იანვარი 2022, 12:03 1015 ნახვა

შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყო ხელვაჩაურში. მუნიციპალიტეტის  მცხოვრებლების  ნაწილს  ელექტროენერგია არ მიეწოდება. კონკრეტულად კი ახალშენში, მაჭახლისა და კირნათის მცხოვრებლებს.

ენერგო-პროს ინფორმაციით, დღის ბოლომდე აბონენტებს ელექტროენერგია აღუდგებათ.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა  საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში