სტაციონარებში თავისუფალი ადგილები იწურება

21 იანვარი 2022, 14:53 685 ნახვა

ქვეყანაში ისევ რთულ ეპიდვითარებაა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ მცირდება, პირიქით იზრდება, ინფიცირების  8 700-ზე მეტი შემთხვევა, და კიდევ 49 გარდაცვლილი გვყავს ბოლო 24 საათში ქვეყანაში. 

რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 851 შემთხვევა, ამასთან რთულია ვითარება ბათუმის სამშობიარო სახლში.  

21 იანვრის მონაცემებით, კლინიკაში 40 კოვიდ დადასტურებული ორსული მკურნალობს და  ამ ეტაპზე ყველა ადგილი დაკავებულია.

კლინიკის დირექტორის  თქმით, დღეს იგეგმება 8 პაციენტის გაწერა, რის შემდეგაც ახალი პაციენტების მიღებას შეძლებენ.

აღარ არის თავისუფალი ადგილები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის კოვიდგანყოფილებაში.

66 პაციენტიდან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ შორის სამი ახალშობილი, ორი კი მოზარდი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში