დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

21 იანვარი 2022, 20:30 1247 ნახვა

როდის შეიკრიბება ბათუმის საკრებულო ჯერ ისევ უცნობია. ''ოცნების“ ფრაქცია ერთადერთია, რომლის შექმნაც ბათუმის საკრებულოში მოახერხეს. საკრებულოს არ ჰყავს თავმჯდომარე, მოადგილეები და ასევე ამ დრომდე არ არის დაკომპლექტებული კომისიები.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები  საკრებულოს  უფუნქციობაში ადანაშაულებენ, და აცხადებენ,  რომ  ფრაქციის წევრები ხელფასებს დაუმსახურებლად იღებენ. მმართველი გუნდის ოპონენტებს აინტერესებთ ისიც, თუ ვის გადაბირებას აპირებს მმართველი გუნდი  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში