ევროპარლამენტარებმა თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს

21 იანვარი 2022, 23:06 510 ნახვა

ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ 21-22 იანვარს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო ჩართულობისთვის. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების გაცნობას. ამ დიალოგის ამოცანაა პარტიათა შორის დიალოგის განვითარება, რათა უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურა და ნდობა ჩამოყალიბდეს. ჟან მონეს დიალოგი გახლავთ მედიაციის გამოცდილი და მოქნილი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ინტერესებისა და პოზიციების გათვალისწინება. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად საჭირო პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული.

გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი გადამწყვეტ როლს თამაშობს და ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრასა და ინკლუზიური და რეფორმებზე ორიენტირებული დღის წესრიგის წინ წაწევაში. ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევებისა და მოქალაქეთა მოლოდინის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავაც მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ წამოწყებაში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს, ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს, მოამზადოს საფუძველი ჟან მონეს პროცესის უახლოეს მომავალში დასაწყებად“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში