14-ით ნაკლები - რას ამბობენ დამფუძნებლების წასვლაზე პარტიაში „საქართველოსთვის“?

22 იანვარი 2022, 12:17 1744 ნახვა

მას შემდეგ რაც აჭარაში გახარიას პარტიის დამფუძნებელთა ნახევარზე მეტმა პარტია დატოვა პირველი განცხადება გაკეთდა სათავო ოფისში. ბერდია სიჭინავა ფაქტს მართულს უწოდებს. აცხადებს, რომ ხელისუფლება პარტიის მიმართ შანტაჟით და მათი წევრების გადაბირებითაა დაკავებული.

აჭარაში პარტია „საქართველოსთვის“,დამფუძნებელთა ნახევარზე მეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნებიან პარტიის რეგიონული  ლიდერის პოზიციას, რომელიც ოპოზიციასთან, კერძოდ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიქელაძე ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და არ უთანხმდება გუნდს. ბრალდებების ადრესატი კომენტარს რამდენიმე წუთში გააკეთებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში