სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს

22 იანვარი 2022, 15:15 1289 ნახვა

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.

როგორც სოლიდარობის ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ეს პროტესტი მოლაპარაკებით დასრულდა, კერძოდ: ხელფასები 40%-60%-ით გაიზრდება;დაწესდა დეკრეტული შვებულება; გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო; სოციალური აგენტები და უფროსი სოციალური აგენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით; გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;სოციალური სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი 17 იანვარს გაიფიცა. ისინი ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში