დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები ქედაში

18 დეკემბერი 2016, 00:00 3555 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს. ქედის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს მიაღწია. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა თემებთან დამაკავშირებელ გზებზე ინტენსიურად  მუშაობს. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ენერგომომარაგებაშიც. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაბის ნაწილი, მერისისა და ზვარეს თემის 10-მდე სოფელი. 

ამავე კატეგორიაში