სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა 

24 იანვარი 2022, 12:08 812 ნახვა

რეგიონში მზარდი საფრთხის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. დეპარტამენტმა ასევე გასცა უკრაინის დატოვების ნებართვა საელჩოს თანამშრომლების ნაწილისთვის და მოუწოდა უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას გეგმავს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ არ გაემგზავრონ უკრაინასა და რუსეთში არსებული დაძაბულობისა და აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ საფრთხის პოტენციალის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში