პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას იწყებს

24 იანვარი 2022, 18:01 1001 ნახვა

პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას იწყებს. შეძლებს თუ არა პარლამენტი ერთიანი რეზოლუციის მიღებას? უახლოესი 24 საათის განმავლობაში ფრაქციებს შორის ფორმასთან და შინაარსთან დაკავშირებით  კონსულტაციები დაიწყება.  საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.  შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებისას განაცხადა, ომის არდაწყება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მთლიანად რეგიონის ინტერესში უნდა იყოს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ შეხვდა საქართველოში უკრაინის ელჩს და თანადგომა გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დასავლეთის როლზეც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში. პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მოქმედებს ამ კომუნიკაციის შესაბამისად.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში