შეხვედრები პრეზიდენტის სასახლეში

24 იანვარი 2022, 18:10 1097 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის მისაღწევად პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ის ქალ პოლიტიკოსებს შეხვდა.  პრეზიდენტთან მივიდნენ: "ქართული ოცნებიდან" ნინო წილოსანი, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი, პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელი ეკა ბესელია და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური, რომლის განცხადებითაც პრეზიდენტის ორგანიზებული ეს პროცესი არ შეეხება მიმდინარე მოვლენებს,  რაც ქვეყანაშია და მათ შორის იმ პრობლემებზე, რაც რეფორმებთან თუ სხვა პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებითაა იმისთის, რომ გარკვეული გამოსავალი მოიძებნოს.  მისივე თქმით, არ უნდა დავაკნინოთ ის, რაც ამ შეხვედრების შედეგად შეიძლება გაკეთდეს, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში