ნინო ბაციაშვილს ნატალია ძიძიგური ჩაანაცვლებს

25 იანვარი 2022, 12:08 1443 ნახვა

სამი თვის შემდეგ ორით ნაკლები დეპუტატი ბათუმის საკრებულოში.

ნინო ბაციაშვილის გადაწყვეტილებას გახარიას პარტიაში საგანგებო თათბირი მოჰყვა. 

პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ბათუმის საკრებულოში ნინო ბაციაშვილს ნატალია ძიძიგური ჩაანაცვლებს.

მისივე თქმით, ნატალია ძიძიგურს ბათუმის საკრებულოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

"დღეს ბორდის სხდომა გვქონდა და ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ბათუმის საკრებულოში ჩვენი პარტიიდან ნატალია ძიძიგური შევა, რომელსაც საკრებულოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. რომელსაც აქვს პოლიტიკური დიდი გამოცდილება.

მოგეხსენებათ შემდგომი რიგითობით იყო თამუნა ფაღავა, რომელიც არის ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ახლა ჩვენი პარტიისთვის და იმ ძალიან დიდი შრომისთვის, რომელიც  ჩვენს პარტიას ელოდება პრინციპულად მნიშვნელობანი იყო, რომ მან გააგრძელოს პარტიის მშენებლობაში მუშაობა",- განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში