გვარა-ხუცუბნის ავარიული გზა

26 იანვარი 2022, 11:02 1133 ნახვა

მეწყრის შედეგად დაზიანებული  გვარა-ხუცუბნის დამაკავშრებელი  შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ინფორმაციით, მეოთხე თვეა ავტომობილებით ვერ გადაადგილდებიან, სოფელში ვერ მიდის სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

გზაზე  დაზიანბულია მიწისქვეშა კომუნიკაციებიც, მათ შორის  ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი და მოსახლოების ინფორმაციით, სოფელში გაზის სუნია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ,  რომ ავარიული მონაკვეთი გეოლოგიურად არამდგრადია და პერიოდულად ბალასტით ავსებენ. საჭიროა სიღრმისეული კვლევა და რის შემდეგაც კონკრეტული სარებილიტაციო სამუშაოები უნდა დაიგეგმოს.

ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ გვარა-ხუცუბნის გზის შესწავლის პროცედურები მიმდიანრეობს და უახლოეს დღეებში დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება ბუნებრივ აირის პრობლემას, პროცესში ჩაერთო სოკარ  ჯორჯიას გაზის ტექნიკური ჯგუფები და  ეს საკითხიც მოგვარდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში