კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა

26 იანვარი 2022, 15:10 981 ნახვა

გადატვირთული ლაბორატორიები, კოვიდ-კლინიკები და კოვიდ-სასტუმროები - კორონავირუსის შემთხვევების  მორიგი ანტირეკორდი, კიდევ 18 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2 ათასამდე აჭარაში.

მომატებული ინფიცირებისა და მიმართვიანობის გამო, რეგიონში არსებულ კოვიდ სასტუმროებს კიდევ ორი დაემატა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 100 ათასზე მეტია. მაღალია გარდაცვალების რიცხვიც.

მე-6 ტალღის პიკში, პაციენტები ისევ პრობლემების შესახებ ალაპარაკდნენ, ინფიცირებულთა ნაწილი ოჯახის ექიმის ზარს რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდება. მედიკოსები ვერ აკეთებენ დამაიმედებელ პროგნოზს, ამბობენ, რომ პიკი უახლოეს კვირაში იქნება.  კრიტიკული ეპიდემიური ვითარების მიუხედავად, ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი.

ლაბორატორიული სურათის სრულად შესაქმენლად ეპიდემიოლოგები არსებულ მონაცემებს საშუალოდ სამზე ამრავლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის მატარებელი გაცილებით მეტია. 

ახლა ჯანდაცვაში მსჯელობენ იმ საკითხზე, როგორ მიენიჭოთ ამ ადამიანებს მწვანე პასპორტი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში