ვაქცინაციის დაბალი ტემპი 

27 იანვარი 2022, 12:00 858 ნახვა

ვაქცინაციის ტემპი  კვლავ დაბალია ხულოში.  წელს  მხოლოდ 300-მდე  აცრა ჩატარდა. მოქალაქეები ძირითადად ბუსტერ დოზებზე მიმართავენ  აცრის კაბინეტებს.

იმუნიზაციის ტემპის კლებას  კლინიკაში დიდთოვლობასაც უკავშირებენ, ვინაიდან მოქალაქეებს სოფლებიდან გადაადგილება უჭირთ. მიმართვიანობა მაღალია კოვიდ დიაგნოსტიკის ცენტრებში.

ხულოს რაიონულ კლინიკაში 15 საწოლია, დარჩენილია სამი თავისუფალი ადგილი.  მძიმე პაციენტები ბათუმში გადმოჰყავთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში