ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების მოსმენა

27 იანვარი 2022, 14:38 911 ნახვა

ვინ რა გეგმით მოდის ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე? ვაკანტური  პოზიციის დასაკავებლად  ორი კანდიდატი იბრძვის.  ორივე საკუთარი რეფორმების უპირატესობას უსვამს ხაზს.   

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის გასაძლიერებლად გეგმებს დეპუტატებს აცნობენ, რომელთა მხარდაჭერაცაა საჭირო იმისთვის, რომ ორიდან ერთმა  ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა  ჩაიბაროს. 

როგორც ერთ-ერთმა კანდიდატმა   თენგიზ თევზაძემ  განაცხადა, მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნოს რწმენა, რომ ხალხი ხელისუფლების წყაროა. დეპუტატები დღესვე  თავმჯდომაროების  კიდევ ერთ კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს მოუსმენენ, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელია. კომიტეტმა  ე.წ პროფესიული წევრობის კანდიდატებს  უკვე მოუსმინა.  

ახალი წესის მიხედვით ორი კენჭისყრაა გათვალისწინებული,  პირველ ჯერზე 100, ხოლო მეორე, განმეორებით კენჭისყრაზე საკითხის დაყენების შემთხვევაში 76 კანონმდებლის მხარდაჭერაც საკმარისია ასარჩევად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში