კორონავირუსის გამო, ბათუმში ერთი სკოლა დროებით დაიხურა - დისტანციურ სწავლებაზეა 42 კლასი

28 იანვარი 2022, 14:54 1278 ნახვა

კოვიდვითარების გამო აჭარაში ერთი სკოლა და სხვადასხვა სკოლაში  42  კლასი სრულად დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

აჭარის განათლების მინისტრის  განცხადებით,აჭარაში ამ დროისთვის 7 ათასამდე მოსწავლეა ონლაინ სწავლებაზე.

მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა არ იგეგმება და გრძელდება მონიტორინგი.

სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ სკოლებში დასწრების 60% დაფიქსირდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში