ბიუროს სხდომა

19 დეკემბერი 2016, 00:00 3384 ნახვა

სხდომის დაწყებამდე დეპუტატები  ბიუროზე შეიკრიბნენ და დღის წესრიგში გაწერილ სამ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის: 2017 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტზე. დღეიდან, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესწორებული ვერსია განსახილველად კომისიებსა და ფრაქციებში ჩაეშვება. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ბიუჯეტის მიმართ 60 შენიშვნა ჰქონდათ, რომლებიც ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა. მომავალი წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 300 მილიონამდე ლარი იქნება. გაითვალისწინეს თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, დეპუტატების შენიშვნები.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში