უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია - პროექტი ბიუროს დღეს წარედგინება

31 იანვარი 2022, 11:09 883 ნახვა

უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ინიცირებისთვის საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს გავა.

დოკუმენტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელით წარედგინება. მას მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.

კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.

რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა “უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

ოპოზიცია და ქართული ოცნება მოლაპარაკებების შედეგად რეზოლუციის საერთო ტექსტზე ვერ შეთანხმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში