ხელვაჩაურის ბიუჯეტი მილიონი ლარით გაიზარდა - ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

31 იანვარი 2022, 14:52 943 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომათა დარბაზი  პროტესტის ნიშნად დატოვა ნაციონალურმა მოძრაობამ.  პროტესტი ბიუჯეტში ცვლილებას მოჰყვა. მათი განცხადებით, ფინანსური დოკუმენტი მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა იგი მოსახლეობის  პრობლემების მოგვარებას არ ხმარდება და მხოლოდ საჯარო მოსამსახურეების სასარგებლოდ იხარჯება.

სხდომაზე მათ აუდიტის დასკვნის მიხედვით ხელვაჩაურის ყოფილი მერი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს და მოუწოდებენ ახალ მერს და საკრებულოს აუდიტის დასკვნა საგამოძიებო ორგანოებს დროულად გადასცენ.

ქართული ოცნების წევრები  ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დამატებული ბიუჯეტი მოსახლეობას მოხმარდება ძირითადად ჯანდაცვის და სოციალური საკითხების მიმართულებით. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები სხდომაზე უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინის დროშით და პლაკატით „თავისუფლება მიშას“ მივიდნენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში