ხმაური ბათუმის მერის მისაღებში

31 იანვარი 2022, 20:27 1401 ნახვა

მერთან შეხვედრის კიდევ ერთი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან ხმაურსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მერის კაბინეტში ძალის გამოყენებით შევიდნენ, რასაც უკვე ადმინისტრაციის მხრიდან პოლიციის გამოძახება მოჰყვა. ოპოზიციას შეკითხვები აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ჰქონდა, არჩილ ჩიქოვანი შეხვედრის მსგავს ფორმად დესტრუქციულად აფასებს, თუმცა ზოგადად შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, რაც შეეხება დასკვნას, მერიაში ამბობენ, რომ რეკომენდაციების უმრავლესობა, რომელიც უშუალოდ მერიას ეხება, უკვე გათვალისწინებულია

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში