კეთილმოწყობითი სამუშაოები დაბა ქედაში

01 თებერვალი 2022, 20:03 1322 ნახვა

ქედაში რუსთაველის ქუჩის  რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. პროექტის მიხედვით  დაგეგმილია  პარკის სრული რეაბილიტაცია,  დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, საბავშვო გასართობების დამონტაჟება, სპორტული კომპლექსის მშენებლობა და სხვა კეთილმოწყობითი სამუშაოები.

პროექტზე ტენდერს თვითმმართველობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. 

რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიების მოწყობის სამუშაოებისთვის ქედის მერია მილიონ ორასი ათას ლარს დახარჯავს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში