“ნატო-საქართველოს სწავლება 2022” საქართველოში მარტში გაიმართება  

02 თებერვალი 2022, 10:06 1022 ნახვა

ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ს ქვეყანა მარტში მესამედ უმასპინძლებს. პროგრამას ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მიიღებენ. 

სწავლების დეტალები განიხილეს მხარეებმა სამი დღის განმავლობაში კონფერენციაზე. საუბარი ნატოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

სწავლებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.

წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით  ოპერაციებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში