უმაღლეს საბჭოში ენმ ბოიკოტს წყვეტს

02 თებერვალი 2022, 18:20 978 ნახვა

პარლამენტის პარალელურად, ოპოზიცია რამდენიმე თვიან ბოიკოტს წყვეტს  და აჭარის უმაღლეს საბჭოს საქმიანობაში ერთვება. საგაზაფხულო სესია  პირველ მარტს გაიმართება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, პირველი საკითხი რომლის ინიცირებასაც გეგმავენ,  ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო  კომისიის შექმნაა.  უმრავლესობის დეპუტატებს კი მოლოდინი აქვთ, რომ  საბჭოში ოპოზიციის შესვლის მიზანი, თეატრალური პერფორმანსების  მოწყობაა.  აჭარის  უმაღლეს საბჭოში ენმ-ს 5 მანდატი აქვს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში