ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმში ნაძვის ხეს ეძებს. ბათუმის საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ ქალაქი დილიდან მოიარა, თუმცა როგორც აცხადებს ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ვერსად იპოვა. ოპოზიცია პასუხს კითხვაზე – სად არის ნაძვის ხე ? ბათუმის მერისგან ელოდება. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ნაძვის ხის ბედით ადრეც დაინტერესდნენ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ვერსიით კი ნაძვის ხის ქალაქში შემოტანა ფოთის პორტში შექმნილი პრობლემების გამო დაგვიანდა. საკონტეინერო ტერმინალში განმარტეს, რომ გემს რომლმაც ახალი წლის მთავარი ატრიბუტი უნდა შემოიტანოს, ბათუმის პორტში დღეს ელოდებიან. მერიის ინფორმაციით, საკითხზე მუშაობენ. კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.