ბათუმში შუალედური არჩევნები 2 აპრილს ჩაინიშნა

02 თებერვალი 2022, 20:05 1675 ნახვა

2 აპრილს ბათუმის საკრებულოში ახალ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ, რომელიც გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ადგილს დაიკავებს. ნაცმოძრობაში ამბობენ, რომ ბუნებრივია კანდიდატს შეარჩევენ და სავარაუდოდ ოპოზიციის ნაწილთან ერთად ეს იქნება საერთო არჩევანი.

როგორი იქნება გახარიას პარტიის პოზიცია, ჯერჯერობით უცნობია, რადგან როგორც აქ აცხადებენ, კონსულტაციებს ახლა იწყებენ და უცნობია ეს იქნება ცალკე მათი კანდიდატი თუ ისინი დანარჩენ ოპოზიციას შეუერთდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში