შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან

19 დეკემბერი 2016, 00:00 2973 ნახვა
00:00
00:00

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით სატყეო სექტორში კანონმდებლობისა და  ტყის კოდექსის შესახებ მომზადებული სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური  შეფასებები  განიხილეს. მინისტრმა სატყეო სექტორში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეები კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში  თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი