აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

05 თებერვალი 2022, 11:40 1542 ნახვა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

დილიდანვე მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტმენტის სპეციალური ტექნიკა და  ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტებში თემებთაბ დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული. 
მაღალი ზონის სოფლებში ახალი თოვლის საფარი 40-50 სანტიმეტრს აღწევს.

ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მაღალი ზონის სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია და რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში