განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

19 დეკემბერი 2016, 00:00 2126 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე გიორგი სეხნიაშვილის კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილა. დავის საგანს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მოწმის ჩვენების, როგორც ცნების განმარტებას. ამასთან, მოსარჩელე ასაჩივრებს პატიმრობის 9 თვიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას, რომლის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით, რომლის თანახმად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია და ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 

ამავე კატეგორიაში