კომიტეტმა სამი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

07 თებერვალი 2022, 18:15 844 ნახვა

თუ პარლამენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის რეკომენდაციას  გაითვალისწინებს და სამ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება,  მაშინ მეათე მოწვევის პარლამენტი 145-წევრიანი იქნება და შემადგენლობა 150 წევრამდე  ვეღარ გაიზრდება, რადგან  - "ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, “ევროპულ  საქართველოს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “სტრატეგია აღმაშენებელსა“ და “ლელოს“ საარჩევნო სიები განულებული აქვთ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა  და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას. საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი პლენალური სხდომაა.

როგორც კომიტეტზე აღინიშნა, საშემოდგომო სესიაზე 15 პლენარული სხდომა გაიმართა,   შალვა ნათელაშვილმა და ელენე ხოშტარიამ  კი 15-ვე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველი რეგლამენტია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში