დაზიანებული სანაპირო - საკრებულოს ოპოზიცია შერეული სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

07 თებერვალი 2022, 18:15 1093 ნახვა

ბათუმის სანაპირო ზოლზე არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია შერეული სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს. 

რეზო ხარაზმა მერიის კანცელარიაში ოფიციალური მიმართვა დაარეგისტრირა,  რომლითაც  იგი არჩილ ჩიქოვანს ექსპერტებისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს. ამასთან, საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა მერთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შეიმუშავეს.

მერს  საბიუჯეტო ცვლილებებთან,  გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობასთან  და მამია ვარშაძისძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით კითხვები კანცელარიის გავლით გაუგზავნეს. ოპოზიციას დღეს მერიაში არჩილ ჩიქოვანის  კაბინეტთან კვლავ პოლიციელები დახვდა.    „ცირკი ქალაქში არის სხვა მისამართზე“-ასე გამოეხმაურა საკრებულოს ოპოზიციას ქალაქის მერი.

არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ენმ-ს მთავარი მოტივი არის იმოქმედონ დესტრუქციულ რეჟიმში, შეაფერხონ ინსტიტუციების განვითარება და საზოგადოებაში შექმნან ნილიჰილზი. ბათუმის მერი ამბობს, რომ მათთან დიალოგს არ აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში