ევაკუაცია ალეპოდან : გაერომ მხარდაჭერის რეზოლუცია მიიღო

19 დეკემბერი 2016, 00:00 2112 ნახვა

მსოფლიოს იშვიათი ერთობა სირიის კრიზისთან მიმართებაში. გაეროს უშიშროების საბჭომ ალეპოში დამკვირვებლების გაგზავნას მხარი დაუჭირა. ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახლდა. ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ ალეპოდან 20 ათასი ადამიანის გაყვანა უკვე მოხერხდა, თუმცა შეფერხებებით. პროცესს პერიოდულად გახსნილი ცეცხლი უშლის ხელს. თავდასხმებში სამთავრობო ძალები და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ალეპოს დატოვება საერთო ჯამში 12 ათასმა ადამიანმა შეძლო. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ალეპოს ჰუმანიტარულ კრიზისზე ერთობლივი საპარლამენტო განცხადების ინიციატივით გამოდიან.

ამავე კატეგორიაში