საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა მერს შეკითხვები წერილობით გაუგზავნეს

08 თებერვალი 2022, 11:43 1032 ნახვა

საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა მათ მიერ შემუშავებული მერთან ურთიერთობის ახალი ფორმატის ფარგლებში ბათუმის მერს ავარიულ სახლებთან, სამშენებლო კომპანიების მიერ დაუსრულებელ და მერიის მიერ ჩაუბარებელ კორპუსებთან, გაზრდილ ხელფასებსა და სამარშრუტო ტაქსების გაძვირებულ ტარიფთან დაკავშირებით კითხვები კანცელარიის გავლით გაუგზავნეს.

საკრებულოს წევრების განცხადებით, ისინი მერის სამუშაო კაბინეტთან მუდმივმოქმედი პოლიციის კორდონის განლაგების გამო  ბათუმის მოსახლეობისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის პრობლემებზე სასაუბროდ მერთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, რის გამოც მას წერილობით ყოველდღიურად მიმართავენ.

ბათუმის მერის განცხადებით, ყველა კითხვას, რომელიც მოქალაქის ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნება დასმული, ბათუმის მერიის მხრიდან პასუხი კანონით დადგენილ ვადაში გაეცემა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში