კონკურსი 14 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების შესარჩევად

08 თებერვალი 2022, 11:43 1428 ნახვა

2022 წლის 2 აპრილს გასამართი შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ 14 უბანზე წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

საბუთების მიღება 10 თებერვლამდე გაგრძელდება, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები ოლქში უნდა წარადგინონ ან ელექტრონულად გადააგზავნონ.

ბათუმის საკრებულოს ერთი მაჟორიტარი წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2 აპრილს გონიო კვარიათის სამაჟორიტარო ოლქში გაიმართება.

არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ამ ოლქში გამარჯვებული კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში