ენმ-ის ბრალდება შუახევის მერიას

08 თებერვალი 2022, 14:38 876 ნახვა

ენმ-ს შუახევის საკრებულოს დეპუტატი მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. 

სოსლან ზოიძის განმარტებით, თვითმმართველობამ 2021 წელს 8 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმა, აქედან კი მხოლოდ 37%  შეასრულა.

პროექტების უმეტესობა  ჩავარდა, ან შემსრულებელ კომპანიებს ხელშეკრულებები შეუჩერდათ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება, რომ მერია კორუფციულ გარიგებაშია სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რომლებიც  ტენდერებს იგებენ, შემდეგ კი სამუშაოებს ვერ ასრულებენ.  შუახევის მერის მოადგილემ საპასუხოდ განმარტა, რომ რიგი პროექტის ნაწილი პანდემიის გამო ჩავარდა,  ნაწილი კი ორ წელზეა გათვლილი და ჯერ კიდევ გრძელდება.

მირიან აბაშიძე აცხადებს, რომ ჩავარდნილ პროექტებზე დამატებითი თანხები არ დახარჯულა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში