უმაღლესი საბჭოში ინიციატივების დეფიციტია - ანგარიში

08 თებერვალი 2022, 14:42 834 ნახვა

საზოგადოებრივი განვითარების აკადემია აჭარის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, მეოთხე კვარტალი საკანონდებლო ინიციატივების დეფიციტით გამოირჩევა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის კრიტიკული  კითხვები არ დაუსვამს. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ  პასიურ და მეტნაკლებად  პასიურ თანამშრომლებზე 100 000 ლარზე მეტი გაიცა. 

ოპოზიციაში ანგარიშს აფასებენ და ამბობენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა, სწორედ ამიტომ მათ არ ჰქონდა საშუალება დაეყენებინათ საკანონმდებლო ინიციატივები. 

ასევე მიაჩნიათ, რომ სწორედ  ნაციონალური მოძრაობაა ერთადერთი პარტია, რომელიც კრიტიკული კითხვებით გამოირჩევა.

ველოდებით საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის ანგარიშზე „ქართულ ოცნების“ შეფასებას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში